ნესტი/სოკო/წყალმედეგი ეკოლოგიურად სუფთა ჰიდროსაიზოლაციო მასალა. გამოიყენება როგორც წასასმელი, ისევე როგორც შემავსებელი სახით.
მასალის მომზადება: 3-4კგ KALMATRON-E მოვათავსოთ სამშენებლო სათლში და პატარა დოზებით დაუმატეთ წყალი, მოურიეთ მიქსერით 1-2წთ დაბალ სიჩქარეზე. წასასმელად უნდა მიიღოთ თხელი კისელის კონსისტენცია. ხოლო შემავსებლად – სქელი კონსისტენცია.
გამოყენების წესი:
ვარიანტი I- წასმის სახით:
- დასამუშავებელ ზედაპირზე ფორები უნდა გაიხსნას რკინის ჯაგრისის, პერფორატორის ან სხვა მოხერხებული ხელსაწყოს გამოყენებით.
- ფორების გახსნის შემდეგ ზედაპირი უნდა მოირეცხოს.
- მორეცხვის შემდეგ ზედაპირი უნდა დაიგრუნტოს KALMATRON-E ხსნარით (1: 4 kalmatron-წყალთან შეფარდებით).
- დაგრუნტული ზედაპირი დაგრუნტვიდან არაუგვიანეს 10 წუთში მეორე ფენად უნდა დამუშავდეს KALMATRON-E ხსნარით (თხელი კისელის კონსისტენციის)
- KALMATRON-E-თი დამუშავებული ზედაპირი განსაკუთრებით პირველი 6-10 საათის განმავლობაში რამოდენიმე ჯერ უნდა დაინამოს (მოირწყას), ხოლო მორწყვის პროცესი უნდა გაგრძელდეს 72 საათის განმავლობაში.
*წასმის სახით მასალის ხარჯი – 2.0-3.0კგ/მ2.
*გარანტირებული შედეგის მისაღწევად აუცილებელია დამუშავების ტექნოლოგიის სრული დაცვა.
ვარიანტი II –შემავსებლის სახით:
წყალსაცავების დამუშავების ტექნოლოგია
- ბეტონის ზედაპირზე არსებული ცივი ნაკერები, კედელ – კედელ და კედელ – იატაკ შორის ვერტიკალური და ჰორიზონტალური კუთხეები (ე. წ. სტიკები) უნდა გაიხსნას პერფორატორის გამოყენებით 3 – 4 სმ სიღრმეზე.
- დასამუშავებელი ბეტონის ზედაპირზე ფორები უნდა გაიხსნას რკინის ჯაგრისის, პერფორატორის, ან სხვა მოხერხებული ხელსაწყოს გამოყენებით.
- დამუშავებული ზედაპირი უნდა მოირეცხოს კერხერის გამოყენებით.
- მორეცხვის შემდეგ გახსნილი ღარები და დასამუშავებელი ზედაპირი უნდა დაიგრუნტოს KALMATRON-N ხსნარით (პროპორციით 1:3, ანუ 1 ჭიქა KALMATRON-N უნდა გაზავდეს 3 ჭიქა წყალში).
- დაგრუნტული ღარები არაუგვიანეს 15-20 წუთში უნდა ამოივსოს KALMATRON-E-ს სქელი მასით.
- ზედაპირი მეორე ფენად დამუშავდეს კისელის კონსისტენციის KALMATRON-E-თი.
- KALMATRON-E-თი დამუშავებული ზედაპირი განსაკუთრებით პირველი 6-10 საათის განმავლობაში ინტენსიურად უნდა დაინამოს (მოირწყას), ხოლო მორწყვის პროცესი უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 72 საათის განმავლობაში.
*მასალის ხარჯი წყლის ფილტრაციის ინტენიურობაზე და წნევაზე არის დამოკიდებული და მერყეობსს 10კგ-20კგ/მ2 და უფრო მეტიც.
*გარანტირებული შედეგის მისაღწევად აუცილებელია დამუშავების ტექნოლოგიის სრული დაცვა.
ყურადღება:
KALMATRON-ის უნიკალური თვისება ფოროვან მასალებში (ბეტონი, ბლოკი, აგური) მაღალი შეღწევადობაა, სადაც KALMATRON-ის ქიმიური რეაგენტები სიღრმეში ახორციელებენ კალმატაციას (ანუ ბეტონში/მოჭიმვაში/ნალესში არსებული ფორების ჩაკეტვას). ამიტომ გამოყენების წინ უნდა დარწმუნდეთ, რომ არსებულ დასამუშავებელ ბეტონში/მოჭიმვაში/ნალესში მინარევის სახით არ იყო გამოყენებული მასალა, რომლის ქიმიური მონაცემები შესაძლოა KALMATRON-თან შეუთავსებადი იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში KALMATRON-ი ვერ განახორციელებს ბეტონის ფორებში შეღწევადობას და შესაბამისად შედეგი ვერ იქნება მიღწეული.
ფასი:
8კგ – 60 ლარი
25კგ – 125 ლარი