ჩვენ ვართ ბრენდ KALMATRONის ნაირსახეობა პროდუქციის მწარმოებელი კომპანია და ჩვენი მიზანია არა მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია შევთავაზოთ პოტენციურ მომხმარებელს, არამედ შევთავაზოთ საბოლოო შედეგი მინიმუმ 10 წლიანი საგარანტიო ვადით.
ცნობის სახით, 2025 წ. 14 ივნისს GOLDEN BRAND დაჯილდოების ცერემონიალზე ჩვენი კომპანია იქნა გამარჯვებული მშენებლობის სფეროში ჰიდროიზოლაციის დარგში.
——————————————————————————————————
ორიოდე სიტყვა KALMATRONის მახასიათებლებზე.
KALMATRONის გამოყენება ბეტონში დანამატის სახით აძლიერებს ბეტონის სიმტკიცეს და მარკიანობას 15-50%. სიმტკიცის და მარკიანობის ზრდა პირდაპირ არის დამოკიდებული დოზირების მოცულობაზე.
KALMATRONის გამოყენება ბეტონში დანამატის სახით, ბეტონს ხდის წყალგაუმტარს არანაკლებ W 16.
KALMATRONის გამოყენება ბეტონში დანამატის სახით ახანგრძლივებს ბეტონის ექსპლუატაციის ვადას ნებისმიერ აგრესიულ გარემოში, თუნდაც აგრესიული გარემო გოგირდმჟავა იყოს.
მოგეხსენებათ, ნებისმიერ გრუნტის წყლებს ამა თუ იმ დოზით გააჩნია აგრესიულობა.
KALMATRONის გამოყენება ბეტონში დანამატის სახით ზრდის ყინვა და ხანძარმედეგობას.
—————————————————————————————————
ჩვენი კომპანია მზად არის ხელშეკრულების საფუძველზე შემოგთავაზოთ დამუშავების 2 ვარიანტი.
ვარიანტი #1 – ითვალისწინებს 5 წლიან საგარანტიო ვადას რომლის საფასური იქნება 45.00 ლ, 1 მ2 ფართის დამუშავება.
აღნიშნული ვარიანტი ითვალისწინებს ფილაში 5 კგ/მ3 KALMATRON-D დანამატს, ხოლო კედლებში 10 კგ/მ3.
—————————————————————————————————
ვარიანტი #2 – ითვალისწინებს 10 წლიან საგარანტიო ვადას რომლის საფასური იქნება 70.00 ლ, 1 მ2 ფართის დამუშავება.
აღნიშნული ვარიანტი ითვალისწინებს როგორც ფილაში, ასევე კედლის ჩასხმაში 10 კგ/მ3 KALMATRON-D დანამატს.
—————————————————————————————————-
KALMATRON-D რომელიც დანამატის სახით ემატება მზა ბეტონში – საფასური შეადგენს 10 ლ/კგ.
ხელშეკრულების საფუძველზე ჩვენი კომპანია განახორციელებს შემდეგ სამუშაოებს:
უშუალოდ ობიექტზე ბეტონმზიდ მიქსერში შესაბამისი რაოდენობა KALMATRON-D ჩაყრას – დოზირება ხელშეკრულებაში იქნება გაწერილი;
ცნობისთვის:
ჩვეულებრივ B-25 მარკის ბეტონში დანამატის სახით 10 კგ/მ3 მინარევის შემთხვევაში, გარანტირებულად მიიღება სულფატო მედეგი B-35 მარკის ბეტონი.
მსგავსი ტექნოლოგიით აშენდა 2016 წელს ქობულეთის 25 000 მ3 წყალსაცავი.
KALMATRON-D 10 კგ მინარევი 1 მ3 ბეტონში ბეტონის ექსპლუატაციის ვადას მინიმუმ 10-ჯერ ზრდის ნებისმიერ აგრესიულ გარემოში, თუნდაც აგრესიული გარემო გოგირდმჟავა იყოს.
იხ. საშენმასალების კვლევითი ინსტიტუტის დასკვნა.
ასევე ჰაიდელბერგბეტონის ლაბორატორიული დასკვნა, სადაც სიმტკიცის და მარკიანობის მაჩვენებელი 41 % გაზარდა, ხოლო წყალგაუმტარობა შეადგინა W30 და ეს მაშინ, როცა საკონტროლო ბეტონმა ვერ გაუძლო W8.
2016 წელს ქობულეთის 25 000 მ3 წყალსაცავის მშენებლობისას, ბეტონის მიმწოდებელი ქარხნის ლაბორატორიულმა ცდამ აჩვენა როგორც მარკიანობის, ასევე წყალგაუმტარობის მაღალი ზრდა.
————————————————————————————————-
ჩვენი კომპანია განახორციელებს:
ბეტონმზიდში KALMATRON-D შესაბამისი დოზირების ჩაყრას უზრუნველყოფენ ჩვენი კომპანიის თანამშრომლები.
აპალუბკის მოხსნის შემდეგ ჩვენი კომპანიის სპეციალისტები განახორციელებენ აპალუბკის ნახვრეტების ამოვსებას KALMATRON-GRUNT / KALMATRON-N / KALMATRON-E და ბადის გამოყენებით.
მსგავსი ტექნოლოგიით დამუშავდება ვერტიკალური და ჰორიზონტალური კუთხეების, ცივი ნაკერები და კედლების მთლიანი ზედაპირი.
აღნიშნული ტექნოლოგიით კომპლექსურად დამუშავებული ბეტონი გარეპერიმეტრიდან დამატებით არ საჭიროებს პრაიმერით, ტოლით ან სხვა მასალით დაცვას.
აღნიშნული სამუშაოს შესრულება ნაირსახეობა მასალების ღირებულების, სამუშაოს შესრულების და დღგ-ს ჩათვლით შეადგენს:
1 ვარიანტის შემთხვევაში – 45.00 ლ/მ2;
2 ვარიანტის შემთხვევაში – 70.00 ლ/მ2.
აღნიშნული ფასი ითვალისწინებს ფილა და კედლების დამუშავების ჯამურ ფართს.
შესაბამისად, ხელშეკრულების საფუძველზე საგარანტიო ვადის ამოწურვამდე მიწისქვეშა ნაგებობაში რომ მოხდეს გრუნტის წყლების შემოდინების პრობლემა, ჩვენი კომპანია იღებს ვალდებულებას საკუთარი სახსრებით და ძალებით აღმოფხვრას პრობლემა წერილობით შეტყობინებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარულ დღეში.
შენიშვნა.
იმ შემთხვევაში, თუ კი შენობამ განიცადა ჯდომის პროცესი და მიღებული ბზარის შედეგად მიწისქვეშა ნაგებობაში შემოიდინა გრუნტის წყალმა, ჩვენი კომპანიის სპეციალისტები მარტივად დაამუშავებენ ხილულ პრობლემურ ადგილს.