ჩვენს შესახებ

ჩვენი კომპანია 2006 წელს დაარსდა, როგორც KALMATRON-ის ჰიდროსაიზოლაციო მასალების იმპორტიორი საქართველოს ბაზარზე. 2011 წლიდან სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის საფუძველზე დავიწყეთ KALMATRON-ის სხვადასხვა სახეობის პროდუქციის წარმოება. ასე შეიქმნა ჰიდროსაიზოლაციო მასალების პირველი წარმოება საქართველოში.

დახლებზე მოხვედრამდე ჩვენი პროდუქცია გადის საწარმოო ციკლის ყველა ეტაპს - ნედლეულის დამუშავებიდან საბოლოო პროდუქტის გამოცდის ჩათვლით. თითოეული ეტაპი მკაცრად კონტროლდება, რაც უზრუნველყოფს მის ხარისხს. ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქცია მარკირებულია ქართული ხარისხის ნიშნით. 2014 წლიდან დღემდე ყოველწლიურად გვენიჭება საერთაშორისო ბიზნესასოციაციის ჯილდო - რეიტინგი „ოქრო“.

Play Video