მაღალი ტენიანობის პირობებში ზიანი ადგება შენობის სხვადასხვა ნაწილს. გრუნტის წყლების გაჟონვა საძირკველში საფრთხეს უქმნის შენობის მდგრადობას, წვიმის წყლით გაჟღენთილი კედლები, წარმოქმნილი ნესტი და სოკო ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას, ამას ემატება ფინანსური ზიანიც. ამ ბლოგპოსტში მიმოვიხილავთ თქვენი სახლის სამ მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც განსაკუთრებულად ზიანდება მაღალი ტენიანობის პირობებში. შემოგთავაზებთ ჰიდროიზოლაციის გზებს, რაც თავიდან აგაცილებთ წყლის გაჟონვას, ნესტის და სოკოს წარმოქმნას.
სველი ფუნდამენტი – მყარი საძირკველი საფრთხის ქვეშ
საძირკველი ის მთავარი ნაწილია, რომელზეც მთელი სახლის სტრუქტურაა აგებული. მაღალი ტენიანობა, წვიმის და გრუნტის წყლები ანადგურებს ჰიდროსაიზოლაციო მასალებით დაუმუშავებელ საძირკველს, ჩნდება ბზარები, ნალესი ზედაპირი იწყებს დაშლას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს არმატურის კოროზია, საბოლოო ჯამში კი თქვენი სახლის სტრუქტურული სიმყარე საფრთხის ქვეშ დგება.
ჰიდროიზოლაცია ფუნდამენტისთვის
ტენიანობის მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, თადარიგი თავიდანვე დაიჭიროთ და ბეტონის სამუშაოების დროს გამოიყენოთ შემრევი ჰიდროსაიზოლაციო მასალა. ეს უზრუნველყოფს ბეტონის მდგრადობას გაშრობის შემდეგ, დაიცავს ბზარების წარმოქმნისა და წყლის გაჟონვისგან. თუ ეს ეტაპი გამოტოვეთ, მაშინ საძირკვლის ჰიდროიზოლაცია შეგიძლიათ წასასმელი ჰიდროსაიზოლაციო მასალებით გააკეთოთ. გახსოვდეთ, რომ სრულყოფილი შედეგისთვის ჰიდროიზოლაციის ყველა წესი ზედმიწევნით უნდა დაიცვათ. ამიტომ ყურადღებით გაეცანით ყველა იმ ინფორმაციას, რაც ჰიდროსაიზოლაციო მასალების შეფუთვაზეა დატანილი.
შეთავაზებული მასალები: Kalmatron-D, Kalmatron-E, Kalmatron-N
კედლები, რომლებიც გამოშრობას ვერ ასწრებს
ალბათ გინახავთ საქართველოს დასავლეთ რეგიონებში თუნუქის ფურცლებით დაცული კედლები. მიზეზი მაღალი ტენიანობაა – წვიმით გაჟღენთილი კედლები ვერ ასწრებს გამოშრობას და ჩნდება ნესტი, ხავსი, სოკო. ეს ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანოა, გარდა ამისა, სახლის სტრუქტურული მთლიანობაც საფრთხის ქვეშ დგება.
ჰიდროიზოლაცია კედლებისთვის
ჰიდროიზოლაცია შესაძლოა გაკეთდეს როგორც გარე კედლებზე, ისე ინტერიერშიც. უმჯობესია, საფრთხეები წინასწარ განსაზღვროთ და ლესვის დროს ქვიშა/ცემენტის ხსნარში ან ბათქაშში გაურიოთ ჰიდროსაიზოლაციო შემრევი მასალა. თუმცა უკვე ნესტიანი კედლის დამუშავებაც შესაძლებელია. კედელს მთლიანად უნდა მოაშოროთ დაზიანებული ნაწილი, შემდეგ კი დაამუშაოთ წასასმელი ჰიდროსაიზოლაციო მასალებით. შედეგად, ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო გარანტირებული გაქვთ.
შეთავაზებული მასალები: Kalmatron-D, Kalmatron-E, Kalmatron-N
ფანჯრის რაფები – დაუცველი ღარები
ფანჯრის რაფები შესაძლოა უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ, თუმცა, წყალმა თუ გზა აღმოაჩინა ფანჯრის რაფების გარშემო, ნესტი და ინტერიერის დაზიანება გარდაუვალია. ჰიდროსაიზოლაციო მასალებით დაუმუშავებელი ღარები ზიანდება, ფართოვდება და უფრო მეტს წყალს ატარებს.
ჰიდროიზოლაცია ფანჯრის რაფებისთვის
წყლის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად, ფანჯრის რაფების ირგვლივ არსებული ღარები უნდა ამოივსოს შემავსებელი ჰიდროსაიზოლაციო მასალით. ეს ქმნის სანდო ბარიერს და გიცავთ ნესტის წარმოქმნისგან. ამავე დროს ამოვსებული ღარები უზრუნველყოფს ტემპერატურის შენარჩუნებას ინტერიერში.
შეთავაზებული მასალები: Kalmatron-N
ჰიდროსაიზოლაციო მასალების სწორად შერჩევით და გამოყენებით თავიდან აიცილებთ წყლის გაჟონვას, შემოდინებას, ნესტის წარმოქმნას. თქვენი ჯანმრთელობა არ დადგება საფრთხის წინაშე, ასევე თავიდან აიცილებთ რემონტის დაზიანებით გამოწვეულ ფინანსურ ხარჯებს. პროფილაქტიკა და ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოების თავიდანვე განხორციელება საუკეთესო გამოსავალია, თუმცა გვიანი არასდროს არის, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიებით წარმოებული ჰიდროსაიზოლაციო მასალები დაზიანების შემდეგაც მოგიგვარებთ პრობლემას და მშრალ და კომფორტულ გარემოს შეგიქმნით. გახსოვდეთ, კარგად დაცული სახლი მყარი სახლია.