ჩვენი მიზნები

ჩვენ ვიცით, თუ რა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჰიდროიზოლაციას მშენებლობის ხარისხის განსაზღვრაში, იქნება ეს საცხოვრებელი სახლები, კომერციული თუ საწარმოო შენობები, კაშხლები, წყლის საცავები და ა.შ. ჩვენი მიზანია, ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის ჰიდროსაიზოლაციო მასალები, რომლებიც უზრუნველყოფს ბეტონის მდგრადობას, ნალესი ზედაპირების წყალმედეგობას, ნესტგამძლეობას და მათ სხვა გარემო ფაქტორებისგან ეფექტურ დაცვას.